სათავგადასავლო ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა

დაცული ტერიტორიების სააგენტომ Saudi Travel Market 2024-ში მიიღო მონაწილეობა. სათავგადასავლო ტურიზმის საერთაშორისო გამოფენის სტუმრებს სააგენტოს წარმომადგენლებმა ქვეყნის ეკოტურისტული და სათავგადასავლო მიმართულებები გააცნეს. დაინტერესებულ პირებს საქართველოს შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღების საშუალება ჰქონდათ.

გამოფენაში მონაწილეობის მიზანი ახალ ტურისტულ სეგმენტზე გასვლა და ვიზიტორთა ნაკადების მოზიდვა იყო.