თბილისში იუნესკო-ს წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის პირველი შეხვედრა გაიმართა. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ოფიციალური სტუმრები იუნესკო-დან, გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციიდან, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობიდან, საერთაშორისო საბიბლიოთეკო ასოციაციიდან, თბილისის მერიიდან. განხილეს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის მიერ 2001 წლის შემდეგ გავლილი გზა, მიღებული შედეგები და სამომავლო გეგმები. წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის დაარსებიდან, დღემდე, ამ სტატუსს სხვადასხვა კონტინენტისა და ქვეყნის 23 ქალაქი ატარებდა, მათ შორისაა თბილისიც, რომელსაც ეს სტატუსი 2021 წელს მიენიჭა. პროექტი წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.