ხელოვნების სასახლეში ლატვიელი საზოგადო მოღვაწის, ხელოვნების სასახლის ფოლკლორული და გამოყენებითი ხელოვნების კოლექციების შემქმნელის, იული სტრაუმეს 150 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ღონისძიებები გაიმართა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ხელოვნების სასახლის, ლატვიის გულბენის მუნიციპალიტეტის ისტორიისა და ხელოვნების მუზეუმისა და დრუვიენის ძველი სკოლა-მუზეუმის ექსპონატები, რომლებიც გამოფენისთვის ლატვიის მუზეუმის თანამშრომლებმა საგანგებოდ ჩამოიტანეს. მათ ხილვას დამთვალიერებელი 19 ივლისამდე შეძლებს.
საღამოზე ასევე გაიმართა სამენოვანი კატალოგის – „იული სტრაუმეს“ პრეზენტაცია.