„ქართუს“ დაფინანსებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალა-ბოხვაურში მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარმა ფუნქციონირება დაიწყო. ეკლესია, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, მე-19 საუკუნით თარიღდება. საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერით, ტაძარი სრულად აღდგა და ძველი იერსახე დაუბრუნდა.