გელათის სარეაბილიტაციო სამუშაოები

გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი წმინდა გიორგის ტაძარი ისევ დროებითი გადახურვის გარეშეა.

ტაძრის დროებითი გადახურვა 18 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ორი კალთაა გადახურული. კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონის ინსპექტორის, ზაზა ჩხიკვაძის ინფორმაციით,  გელათის სამონასტრო კომპლექსის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დროებითი გადახურვის სამუშაოები 7 დღით უამინდობის გამო შეფერხდა, თუმცა ამას ტაძრისთვის რაიმე პრობლემა არ შეუქმნია.

მოამბე