ბათუმის ტაძრის რეაბილიტაცია

ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში, სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე, სპეციალისტები ფრესკებისა და მხატვრობის გადარჩენაზე იზრუნებენ. თანხას მთლიანად ფონდ „ქართუსთან“ არსებული საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი გამოყოფს. ინტერიერთან ერთად, მალე შესაძლოა, ტაძრის სრული რეაბილიტაციაც დაიწყოს.