კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია

ძველ თბილისში, აბანოს ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა. რეაბილიტირდა აივნები, მოეწყო დამცავი ბადე და მთავარი საყრდენი, ჩატარდა მოსაპირკეთებელი სამუშაოებიც. განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, სახლს ავთენტურობა სრულად შეუნარჩუნდა. სამუშაოებს ქალაქის მერის მოადგილე, კრწანისის რაიონის გამგებელი და საკრებულოს დეპუტატი გაეცნენ.