ისარგებლებს თუ არა ემრე ჩაბუქი დაცვის სპეციალური პროგრამით - ჩაბუქი აცხადებს, რომ მას და მის ოჯახს საფრთხე ემუქრება
ისარგებლებს თუ არა მუსტაფა ემრე ჩაბუქი დაცვის სპეციალური პროგრამით, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. დემირელის კოლეჯის მენეჯერს იმედი აქვს, რომ პროკურატურა მის მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
როგორც ჩაბუქი აცხადებს, მას და მის ოჯახს საფრთხე ემუქრებათ, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციაც მან საგამოძიებო უწყებას უკვე გადასცა.
შეგახსენებთ, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, 19 თებერვალს, წინა საექსტრადიციო პატიმრობა ათასლარიანი გირაოთი შეუცვალა. ახლა კი, სასამართლომ მისი ექსტრადირების საკითხზე უნდა იმსჯელოს.