ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენისთვის დაკავებულ ირაკლი ქორიძეს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. მასთან წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატი გვიან ღამემდე იმყოფებოდა. იურისტის განცხადებით, საქმეში ქორიძის წინააღმდეგ მხოლოდ ჯაბა ხულორდავას ჩვენებაა და როგორც უფლებადამცველი აცხადებს, ეს ჩვენება მას ერთი წლის წინაც ჰქონდა მიცემული.
ასევე, ადვოკატის განმარტებით, ხულორდავას ჩვენება რამდენჯერმე აქვს შეცვლილი. ქორიძესთვის ბრალის წარდგენის შემდეგ, სასამართლო მისთვის აღკვეთის შეფარდებაზე იმსჯელებს. ბრალის სიმძიმიდან გამომდინარე, დაცვის მხარეს იმედი არ აქვს, რომ სასამართლო არასაპატიმრო ღონისძიებას გამოიყენებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ადვოკატი მის აღკვეთის გარეშე დატოვებას მოითხოვს.
რაც შეეხება უშუალოდ საქმეს, როგორც გამოძიებამ გუშინ განაცხადა, ირაკლი ქორიძის ორგანიზებით, თურქეთიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანა მოხდა. ამ სქემის განხორციელებაში კი მას ჯაბა ხულორდავა და გიორგი გიორგანაშვილი ეხმარებოდნენ. ნარკოტიკების შემოტანა კი კატასტროფის მედიცინის ცენტრის რეანიმობილით მოხდა. ირაკლი ქორიძე ბრალს არ აღიარებს.