გიორგანაშვილი ახალ ბრალდებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე დღეს წარდგება

გიორგი გიორგანაშვილის ახალ ბრალდებასთან დაკავშირებით, სასამართლოში დღეს მისი პირველი წარდგენა მოხდება. მოსამართლე წინა სასამართლო სხდომის თარიღს განსაზღვრავს. ბრალდებულის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას არ ითხოვს, რადგან გიორგანაშვილს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე უკვე აქვს მისჯილი 8-წლიანი პატიმრობა. ადვოკატის ცნობით, პროცესს თავად ბრალდებული დაესწრება. სხდომა 14 საათზე დაიწყება.