ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის რუსულ სამხედრო ბაზაზე, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ოჯახის წევრები და ნათესავები ამბობენ, რომ გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.
მათი განცხადებით, გარდაცვლილს, ზურგის, წელისა და თავის არეში აქვს სილურჯეები, რაც მათივე თქმით, ფიზიკური ძალადობის კვალია. ირაკლი კვარაცხელიას ოჯახის წევრებს ასევე არ სჯერათ თვითმკვლელობის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებული ინფორმაციისა.