თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ირაკლი ბათიაშვილის საჯარო ლექცია გაიმართა.
ლექციაზე ირაკლი ბათიაშვილმა საკუთარ ახალ წიგნზე ილაპარაკა. „ზეკაცის სინთეზური ფენომენის შესაძლებლობა დასავლურ აზროვნებაში“. ახლად გამოცემული ფილოსოფიურ ესეში ადამიანის ფუნდამენტური ტრანსფორმაციის შესაძლებლობაა მიმოხილული. ავტორის განცხადებით, ეს არის საკვანძო თემა დასავლური აზროვნების ისტორიაში, რომელიც სათავეს ანტიკური პერიოდიდან იღებს.