იპოთეკით დაზარალებულთა საქმე

იპოთეკითა და მევახშეებით დაზარალებულთა გაერთიანების ასოციაციამ დამოუკიდებელი საგამოძიებო პალატა ოფიციალურად დაარეგისტრირა. ახლა კერძო გამომძიებლები მევახშეებით დაზარალებულთა შემთხვევებს დამოუკიდებლად გამოიძიებენ. შეგროვებული ფაქტები და მტკიცებულებები კი პროკურატურას გადაეგზავნება.

ასოციაციის წევრების განცხადებით, გამოძიება სხვადასხვა მიზეზით ხშირად ჭიანურდება, რის გამოც დაზარალებულები უსახლკაროდ რჩებიან.