ლაშა ჩხარტიშვილის განცხადება

„ლეიბორისტული პარტია“ იპოთეკით დაზარალებულთა უფლებების დაცვას აპირებს და მთავრობას მიმართავს. ლაშა ჩხარტიშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, მთავრობას გააჩნია გეგმა, რის მიხედვითაც იპოთეკართა მასშტაბური გამოსახლება დაწყებულია.

ჩხარტიშვილი მთავრობას მოუწოდებს, გამოსახლების პოლიტიკაზე უარი თქვას და აკრძალოს ნულოვანი აუქციონები. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, „ლეიბორისტული პარტია“ აქციებს აანონსებს.