იპოთეკით დაზარალებულთა მოთხოვნა

„იპოთეკით, მშენებლობებითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაციის“ ინფორმაციით, პანდემიის პირობებში იპოთეკით დაზარალებულთა რაოდენობა გაიზარდა.

როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის საჭიროა ახალი რეგულაციების მიღება და იმ ე.წ. შავი ხვრელების აღმოფხვრა, რომლითაც ხშირად მევახშეები სარგებლობენ და ტოტალურად ახდენენ ქონებების მითვისებას. ასოციაცია მოქალაქეებს უფასო იურიდიულ კონსულტაციასა და მხარდაჭერას სთავაზობს, ხოლო სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ მსგავსი ფაქტებით.