ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, იოჰანეს ჰანი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლის, ლინა ღვინიანიძის მიერ გაგზავნილ წერილს ეხმაურება.
საქართველოში ამჟამად არსებული პრაქტიკა, ისევე როგორც „შრომითი უსაფრთხოების” კანონი სრულ თანხვედრაში არ არის საქართველოს ვალდებულებებთან მიუახლოოს კანონმდებლობა ევროკავშირის შრომის ჯანდაცვისა და უსაფრთხოების დაცვის სტანდარტებს, რომელიც ითვალისწინებს, რომ სანქციები იყოს ეფექტური, პროპორციული და გადამწყვეტი და დამსაქმებლებისთვის ჰქონდეს რეალური შემაკავებელი ძალა.
მკაფიო, პროგნოზირებადი და აღსრულებადი წესები ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, ინვესტორებისა და ვაჭრობისთვის,- ნათქვამია ევროკომისრის წერილში.