ბაგა-ბაღის 23 აღსაზრდელი მოიწამლა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში.
ბავშვები თელავის ცენტრალურ და რეფერალურ საავადმყოფოებში სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გადაიყვანეს. ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. ადგილზე არ გამორიცხავენ, რომ მიზეზი სასმელ წყალს უკავშირდებოდეს.
თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი საკვები პროდუქტების მეშვეობით ბავშვების მოწამლას გამორიცხავს და ამბობს, რომ ბაღში ყველა პროდუქტი ვარგისია. გამოკვლევის მიზნით, პროდუქტიდან და სასმელი წყლიდან სინჯები სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა უკვე აიღეს.
ინტოქსიკაციის მიზეზის დადგენამდე ბუშეტის საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა.