შემთხვევა სოფელ შალაურში

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მტაცებლებმა თხები დაუგლიჯეს.

მათივე თქმით, შემოდგომიდან გაზაფხულამდე მგლები და ტურები საღამოს საათებში ხშირად ჩნდებიან. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მტაცებლების მოკვლის უფლება მათ არ აქვთ და ცხოველები ყოველ წელს უქმნიან საფრთხეს როგორც პირუტყვებს, ასევე ადამიანებს.

დატოვე კომენტარი