აქცია ყარაჯალაში

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, თელავის მერსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის, მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ადგილობრივების მიერ საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით გამართულ აქციაზე, გიორგი ბოტკოველმა შოთა ნარეკლიშვილს მატყუარა უწოდა, რის გამოც მხარეებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მოსახლეობას მხარდაჭერას უცხადებენ და ხელისფულებას სოფლისთვის საძოვრების დაბრუნებისკენ მოუწოდებენ. თელავის მერი ადგილობრივებს პრობლემის კანონიერ ფარგლებში მოგვარებას პირდება, თუმცა სიტუაციას პოლიტიკურად მართული უწოდა. უსაფრთხოების მოზნით, ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები. ყარაჯალის მოსახლეობამ კერძო პირზე გასხვისებული 16 ჰექტარი საძოვრის დაბრუნების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია მესამედ გამართა.