ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 

დანგრეული გზები, სასმელი წყალი გრაფიკით, მოშლილი სანიაღვრე სისტემები – ასეთი სურათია თელავის მუნიციპალიტეტში, სადაც მომავალი მერისგან პირველ რიგში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.

ადგილობრივებს მოუწესრიგებელი სატრანსპორტო სისტემაც აწუხებთ. მუნიციპალიტეტში ახალი ავტობუსები შეიყვანეს, თუმცა მოსახლეობას მარშრუტებსა და მგზავრობის ფასებზე ინფორმაცია არ აქვს, ამ ეტაპზე არც მოსაცდელი პუნქტებია მოწყობილი. კიდევ ერთი მოთხოვნა ტურიზმის განვითარებაა.