გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დღეს გასული წლის აგვისტოში, შოვში და წელს 6 თებერვალს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში დატრიალებულ ტრაგედიაზე მომზადებული დასკვნები წარადგინა. ორივე შემთხვევაში ლაპარაკია სტიქიურ მოვლენებზე, მათ გამომწვევ მიზეზებსა და რეკომენდაციებზე.
დასკვნების შესახებ „მოამბე რეგიონების“ შეკითხვებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა უპასუხა.