სამძებრო სამუშაოების 28-ე დღე შოვში

21:23, 30.08.2023

შოვში სტიქიიდან 28-ე დღესაც ძებნა-შველის ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. მაშველები ამ დრომდე ეძებენ ორ მცირეწლოვანს. სამაშველო ღონისძიებები 120 კილომეტრის რადიუსში, უშუალო სტიქიის ეპიცენტრიდან, მდინარეების კალაპოტებში, გუმათ-ჰესის ტერიტორიამდე ხორციელდება. ბოლო მონაცემებით, ნაპოვნია 31 დაღუპულის ცხედარი, საიდანაც ყველა იდენტიფიცირებულია. დღეს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა სტიქიის შედეგად დაზარალებულებსა და გარდაცვლილთა ოჯახებს ფსიქოლოგიურ დახმარებას აღმოუჩენს.

თათია ტაბეაშე პირდაპირ ეთერში ადგილიდან.

მსგავსი