პრემიერ-მინისტრი სტიქიის ზონაში ჩავიდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მეწყერის ზონაში ცხრა დაღუპულიდან დღეს ორი მოქალაქე დაკრძალეს. გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა მთავრობის მეთაურმა. ირაკლი კობახიძე სტიქიის ზონაში ჩავიდა. პრემიერი ნერგეეთში არსებულ ვითარებასაც გაეცნო და განაცხადა, რომ საჭიროა სოფლის განსახლება და კომპენსაციები.

ტრაგედიის ადგილზე, სადაც 7 თებერვალს ჩამოწოლილმა მეწყერმა ოთხი სახლი მოიყოლა, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

ადგილზე თათია ტაბეშაძე იმყოფება და საუბარს „მოამბის“ პირდაპირ ეთერში ახლა ის განაგრძობს.