პანდემიის შედეგად დაზარალებული ტურისტული სექტორისთვის წლევანდელი ზაფხული შემოსავლიანი აღმოჩნდა. ოფიციალური სტატისტიკით, 2022 წლის აგვისტოში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა უკვე მეორედ, პანდემიის შემდეგ გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს. მხოლოდ აგვისტოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 500 მილიონ დოლარს აჭარბებდა. იანვარ-აგვისტოში კი ეს მონაცემი ორ მილიარდს აღემატებოდა.
როგორია ამ შემოსავლების გეოგრაფიული გაშლა და რა გამოწვევების წინაშე იდგა და დგას ტურიზმის სექტორი, განსაკუთრებით რეგიონებში – „მოამბე რეგიონების“ შეკითხვებს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მედეა ჯანიაშვილმა უპასუხა.