ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, ინოვაციების ცენტრი გაიხსნა.
ცენტრში სისტემატიურად ჩატარდება პროგრამირების, დიზაინის, მეწარმეობისა და სხვადასხვა ბიზნესმიმართულების ტრენინგები. რეგიონის ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, სახელმწიფოს მხარდაჭერით ინოვაციური იდეები რეალურ ბიზნესად აქციონ და განავითარონ თავიანთი იდეები. 2016 წლიდან ეს არის მეშვიდე ინოვაციური ცენტრი, რომელიც საქართველოში გაიხსნა. უახლოეს მომავალში ინოვაციების ცენტრი ამოქმედდება ახმეტაში, ნოემბრის ბოლოს კი, თელავში ტექნოპარკი გაიხსნება.