აღსრულების ნაწილში არსებული ხარვეზების გამო, პარლამენტი თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის შემსუბუქებას გეგმავს. პირველი მაისიდან ამოქმედებული ცვლილების ნაწილი შეიძლება გაუქმდეს. კონკრეტულად საუბარია, მოწევის დაშვებაზე საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების ეზოებში სპეციალურად მოწყობილ ადგილებში. ასევე უნდა დარეგულირდეს თამბაქოს პროდუქციის რეალიზაციისას მისი განთავსების საკითხი.
მოწევა შეძლება დასაშვები გახდება სპექტაკლების დროსაც, თუ აუცილებლობით იქნება გამოწვეული. ახალი რეგულაციები შეეხება სათამაშო ბიზნესსაც. მოწევა შეიძლება დაშვებული გახდეს სათამაშო აპარატების დარბაზებსა და სამორინეებში.