ახალციხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
წინუბანსა და გურკელში 3100 მეტრიან მონაკვეთზე საავტომობილო გზის ასფალტის საფარი მოეწყობა.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 754 ათას ლარზე მეტით ფინანსდება.
სამუშაოები სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა დაათვალიერა.