თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საიმედო და უწყვეტი ენერგომომარაგებისთვის ახალი პროექტი განხორციელდა.
სემეკ-ის გადაწყვეტილების საფუძველზე, „სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ და „თელასმა“ ახალი საკაბელო ხაზი ააშენეს და ქვესადგურში ორი სახაზო უჯრედი მოაწყეს. პროექტის განხორციელება აეროპორტში და მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტროენერგიის გაზრდილ მოხმარებას უკავშირდება.