ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი მთაზეა ჩარჩენილი
ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი მთაზეა ჩარჩენილი. მათი გამოყვანა ჩახერგილი გზების გამო ვერ ხერხდება. მაშველები მთა რინჯანიდან მოქალაქეთა გამოყვანას ცდილობენ. მთაზე ჩარჩენილებს შორის არიან ფრანგი, ტაილანდელი და ჰოლანდიელი ტურისტები.
მანამდე მთიდან 500-ზე მეტი უცხოელის ჩამოყვანა მოხერხდა. დანარჩენების ძებნა ვერტმფრენით გრძელდება.
ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა 29 ივლისს გამთენიისას მოხდა. 6,4 მაგნიტუდის ბიძგებმა მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია. დაღუპულია 14 მოქალაქე. მათ შორის ერთი ტურისტია.
სტიქიის ეპიცენტრი კუნძულ ლომბოკზე მდებარე მთა რინჯანის სიახლოვეს მდებარეობდა, რის გამოც ტურისტული მარშრუტების ნაწილი ჩაიხერგა.
მთელი ღამის განმავლობაში კუნძულზე 60-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. დანგრეულია სახლები და სხვა ნაგებობები.