ინდონეზიაში ცუნამს 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

200-ზე მეტი დაღუპული და 843 დაშავებული – ეს არის ინდონეზიაში დღეს დატრიალებული ტრაგედიის შედეგი. სტიქიამ კუნძულოვან სახელმწიფოს მოულოდნელად გადაუარა. დანგრეულია ათეულობით შენობა.

სამაშველო ოპერაცია გრძელდება და არ არის გამორიცხული, გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს.

ცოტა ხნის წინ ხელისუფლებამ მოქალაქეებს მოუწოდა, სანაპიროს ხაზიდან თავი შორს დაიჭირონ, რადგან ცუნამის განმეორების საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს.