ინდონეზიაში ცუნამის შესახებ გაფრთხილება გაუქმდა

ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ გამოცხადებული ცუნამის შესახებ გაფრთხილება გაუქმდა. როგორც ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, მიწისქვეშა ბიძგების შედეგად მცირე ზომის ტალღები წარმოიქმნა, რომელიც ინდონეზიის კუნძულებზე მყოფ მოქალაქეებს საფრთხეს არ შეუქმნის.

შეგახსენებთ, კუნძულ ლომბოკის სიახლოვეს 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს და სანაპირო ზოლიდან მოქალაქეების ევაკუაციაც განახორციელეს.

მიწისძვრის შედეგად დაშავებულების ან ნგრევის შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება. ეს მეორე მიწისძვრაა, რომელიც ინდონეზიას დღეს დაატყდა თავს. რამდენიმე საათით ადრე მომხდარი ბიძგების სიმძლავრე 5,5 მაგნიტუდას შეადგენდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარის შედეგად ამ დროის მონაცემებით, ქართველები არ დაშავებულან და საელჩოსთვის არც დახმარების თხოვნით მიუმართავთ.

„მოამბე“ ინდონეზიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს დაუკავშირდა.