იუსტიციის მინისტრის ვიზიტი ინდონეზიაში – ქართული მხარე მზადაა, ინდონეზიას რეფორმების გატარებაში დაეხმაროს

13:19, 16.12.2017

თეა წულუკიანის ვიზიტი ინდონეზიაში გრძელდება. საქართველოს იუსტიციის მინისტრი ინდონეზიის რესპუბლიკის ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული რეფორმების მინისტრს შეხვდა. მხარეებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

წარმატებული ანტიკორუფციული პოლიტიკა; ელექტრონული მმართველობა და გამჭვირვალე სახელმწიფო უწყებები; ელექტრონულად ხელმისაწვდომი სერვისები – ეს ის მიმართულებებია, რაშიც ქართული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, ინდონეზიას რეფორმების გატარებაში დაეხმაროს.

მსგავსი