იუსტიციის მინისტრის ვიზიტი ინდონეზიაში - ქართული მხარე მზადაა, ინდონეზიას რეფორმების გატარებაში დაეხმაროს
თეა წულუკიანის ვიზიტი ინდონეზიაში გრძელდება. საქართველოს იუსტიციის მინისტრი ინდონეზიის რესპუბლიკის ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული რეფორმების მინისტრს შეხვდა. მხარეებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
წარმატებული ანტიკორუფციული პოლიტიკა; ელექტრონული მმართველობა და გამჭვირვალე სახელმწიფო უწყებები; ელექტრონულად ხელმისაწვდომი სერვისები – ეს ის მიმართულებებია, რაშიც ქართული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, ინდონეზიას რეფორმების გატარებაში დაეხმაროს.