ანსამბლ „რუსთავის“ საშემოდგომო ტურნე

საშემოდგომო ტურნეს ფარგლებში, ანსამბლ „რუსთავის“ მომღერლები საკონცერტო პროგრამით ონს, ამბროლაურს, ლენტეხს, ცაგერს, სენაკსა და ზუგდიდს ესტუმრნენ. მომღერლებმა მსმენელის წინაშე ტრადიციული და განახლებული რეპერტუარი წარადგინეს. ნიკო დადიანის სასახლეში გამართულ კონცერტს დეპუტატობის კანდიდატი თეა წულუკიანი დაესწრო.