ანსამბლ „ნართებს“ ტრადიციული სასცენო სამოსი გადაეცა

12:30, 28.04.2024

კულტურის სამინისტრომ ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიურ ანსამბლ „ნართებს“ ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა. ახალი სასცენო სამოსი ტენდერით შერჩეულმა კომპანია „ფაფანაკმა“ დაამზადა.

ანსამბლი „ნართები“ 2007 წელს შეიქმნა. მიმდინარე ოკუპაციის გამო, ანსამბლი იძულებული გახდა სოფელ ქურთის კულტურის სახლი დაეტოვებინა და ფუნქციონირება თბილისში გაეგრძელებინა.

მსგავსი