ინციდენტი დოლიძის ქუჩაზე

ძლიერი ქარის შედეგად, თბილისსა და რუსთავში რამდენიმე ხე წაიქცა. თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ხეების წაქცევის შედეგად, ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ასევე, რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ძლიერი ქარის შედეგად წაქცეულმა ხემ ელექტროსადენები დააზიანა და მოძრაობა შეაფერხა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

თბილისის მასშტაბით, საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში 25 შეტყობინება შევიდა. რუსთავში მერიის ცხელ ხაზზე 12 შეტყობინებაა შესული, აქედან 10 ხის წაქცევასა და ორი ელექტროსადენის დაზიანებას უკავშირდება.