ბათუმში, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი დაგმო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა. მოამბე მას ცოტა ხნის წინ ესაუბრა. სალომე სამადაშვილი განმარტავს, რომ არანაირ ვითარებაში და არავისთვის, თავზე ნაგვის დაყრასა და ადამიანზე ძალადობას განსხვავებული აზრის გამო, გამართლება არ აქვს. მანამდე სალომე სამადაშვილმა საკუთარი აზრი „ფეისბუქის“ საშუალებით გამოხატა, რის გამოც, მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენელი ჯელალ ქიქავა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის აცხადებს, რომ სამადაშვილმა პარტია უნდა დატოვოს. აღსანიშნავია, რომ სალომე სამადაშვილმა ის პირებიც გააკრიტიკა, რომლებმაც თავზე ნაგვის დაყრის ფაქტი მოიწონეს, ამიტომ ჯემალ ქიქავა მას დაემუქრა, რომ ბათუმში ჩასვლისას მასაც იგივე ელის, რაც ირაკლი ჩავლეიშვილს. ბათუმში მომხდარი ფაქტი დაგმო ასევე რომან გოცირიძემ, განსხვავებულია „ნაციონალური მოძრაობისა“ სხვა ლიდერების პოზიცია.