ნიკოლოზ სამხარაძის განცხადება

საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით, სალომე სამადაშვილის განცხადებას უმრავლესობის წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე გამოეხმაურა. სამადაშვილის თქმით, მას აქვს ინფორაცია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთიდან ნეიტრალიტეტის შესახებ მიიღო გზავნილი. სამხარაძის თქმით, სამადაშვილის ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება და საქართველოს საგარეო პოლიტიკის კუთხით ევროატლანტიკური კურსი მკაფიოდ აქვს დაფიქსირებული.