ინციდენტი ბათუმის ბულვარში გამართულ აქციაზე

ბათუმში, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე 239-ე და 156-ე მუხლებით არის აღძრული, რაც დევნას და ხულიგნობას გულისხმობს. ირაკლი ჩავლეიშვილი უკვე მივიდა გამოკითხვაზე. გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, დილიდან კეთდება შეფასებები პოლიტიკურ პარტიებში. შეგახსენებთ, რომ  „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აქციის მიმდინარეობისას აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარეს. ინციდენტი ევროპის მოედანზე მოხდა.