სალომე სამადაშვილის ბრიფინგი

ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი კულტურის მინისტრს პასუხობს. სამადაშვილი აცხადებს, რომ სექტემბერში, თეა წულუკიანმა მას ბრალდებები წაუყენა ბრიუსელში, საქართველოს საელჩოში, ედმუნდ კალანდაძის ნახატთან დაკავშირებით. სამადაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული ნახატი საელჩოს 1993 წელს გადაეცა, მასთან დაკავშირებით კი კითხვები ზურაბ აბაშიძის მიმართ უნდა იყოს, რომელიც ამ წლებში ბრიუსელში საქართველოს ელჩი იყო.

შეგახსენებთ, რომ საუბარია თეა წულუკიანის განცხადებაზე, სადაც მინისტრმა თქვა: „ სალომე სამადაშვილი იყო ბელგიაში ელჩი, ბრიუსელში ევროკავშირის მისიაში. ქალმა ის ვერ გაიგო, რომ ედმუნდ კალანდაძის „შიშველი ნატურა“, რომელიც მას, როგორც ელჩს, ებარა, ჩანაცვლებული იყო ყალბი ფერწერული ტილოთი“- განაცხადა წულუკიანმა.