აბიტურიენტები დალოცა და წარმატება უსურვა მოზარდებს კათოლიკოს-პატრიარქმა. ამის შესახებ ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ისაუბრა, სადაც წირვა და მოგვიანებით, ქადაგება შედგა.
ტაძარში შეკრებილებთან საუბრისას, პატრიარქმა თანადგომის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ მძიმე ღვაწლია, როცა სხვის სიმძიმეს იტვირთავს ადამიანი.