ერთიანი ეროვნული გამოცდები

18:30, 05.07.2024

ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში პირველი სესიით დასრულდა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა აბიტურიენტებისთვის. მეორე სესიიდან საგამოცდო პროცესში სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეები და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე რეგისტრირებული გამოსაცდელები ჩაერთნენ. სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრირებულია 3 000-ზე მეტი სტუდენტი, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე კი სულ დარეგისტრირებულია 2 500-ზე მეტი აპლიკანტი. საგამოცდო ცენტრები გახსნილია თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში. ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

მსგავსი