მასშტაბურ თავდასხმა იემენის უდიდეს სამხედრო ბაზაზე. არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 30 ჯარისკაცი, 60 სამხედრო მოსამსახურე კი დაშავდა. ლაჰიჯის პროვინციაში მთავრობის მიერ კონტროლირებულ ალ-ანადის სამხედრო ბაზაზე, სადაც საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედი კოალიციის ჯარისკაცები იმყოფებოდნენ, შიიტმა „ჰუსიტებმა“ იერიში უპილოტო საფრენი აპარატებითა და ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს. სამხედრო ბაზაზე ათობით ჯარისკაცი ვარჯიშობდა, როდესაც ტერიტორიაზე შეტევა დაიწყო. ბალისტიკური რაკეტები „ჰუსიტებმა“ ქალაქ ტაიზიდან გაუშვეს. საუდის არაბეთის მხარდაჭერილი იემენის მთავრობა და ამბოხებული „ჰუსიტები“ ერთმანეთს 2015 წლიდან ებრძვიან. ამბოხებულები დედაქალაქ სანაას აკონტროლებენ.