„IDS ბორჯომის“თანამშრომლების გაფიცვა

კომპანია „ბორჯომის“ თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. მათი განცხადებით, დღეს ფართომასშტაბიან აქციას გეგმავენ, მანამდე კი, საავტომობილო მსვლელობა გამართეს და მოსახლეობას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდეს. გაფიცულებსა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის შეხვედრა ამ დრომდე ვერ შედგა. სამუშაო პროცესი ქარხანაში შეჩერებულია. გაფიცულები ხელფასის მომატებას, დასვენების დღეებისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას ითხოვენ.

მოამბე