სახელმწიფოსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის საგადასახადო დავა შეწყდა. შემოსავლების სამსახურმა სარჩელი უკან გაიხმო. უწყებამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შავი ზღვის უნივერსიტეტმა 735 ათასი ლარი გადაიხადა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც წარადგინა.
შემოსავლების სამსახურმა წინა პროცესზე ითხოვა ორკვირიანი ვადა, რათა გადაეწყვიტა, გაიხმობდა თუ არა სასამართლოდან სარჩელს.
გადაწყვეტილების შემდეგ შავი ზღვის უნივერსიტეტის ქონებას ყადაღა ავტომატურად მოეხსნა.