იაგო ნებიერიძის საქმეზე ბრალდების ხუთი მოწმე დაკითხეს

გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე დღეს ბრალდების ხუთი მოწმე დაკითხეს. სასამართლოს ჩვენება გამომძიებელმა, ექსპერტებმა და მოკლული ბავშვის იმ მეზობლებმა მისცეს, რომლებიც ამბობენ, რომ მკვლელობის დროს ადგილზე იაგო ნებიერიძე დაინახეს.

ბრალდების მხარის პოზიციით მტკიცებულებები დაკავებულის ბრალეულობაზე მიუთითებს.

საპირისპიროა დაცვის მხარის პოზიცია. ადვოკატის განცხადებით, საქმის მასალები ნებიერიძის ბრალს ვერ არ ადასტურებს. თავად დაკავებული იაგო ნებიერიძე ბრალს არ აღიარებს.