გორში რვა წლის გოგონას მკვლელობის საქმის განხილვა გადაიდო

გორში რვა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს, სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას, სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ამ მოტივით, სხდომა 2 მაისისთვის გადაიდო.

როგორც მხარეებმა განმარტეს, ბრალდებული იაგო ნებიერიძე სხდომათა დარბაზში შეუძლოდ გახდა. ბრალდებული გლდანში, სასჯელაღსრულების #18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. პროკურორის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ეს იყო სხდომის გაჭიანურების მცდელობა.

დატოვე კომენტარი