აქცია გორში

გორში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში 28 თებერვალს მოკლული ირაკლი კობერიძისა და დაჭრილი ვანო ღვინიაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები სამხედრო ჰოსპიტალთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ბრალდება უსაფუძვლოა და გავრცელებული ცნობა, თითქოს ისინი მკვლელობაში ბრალდებულს სძალავდნენ ფულს, სიმართლეს არ შეესაბამება. აქციის მონაწილეები სამართლიან გამოძიებას მოითხოვენ. 28 თებერვალს სროლის შედეგად დაჭრილი მამაკაცი გორის ჰოსპიტალში მკურნალობის კურსს ამ დრომდე გადის.