მკვლელობა გორში

გორში შვილმა მამა მოკლა. გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამას სანადირო თოფით თავის არეში სასიკვდილო დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი თბილისში კუთვნილ აგარაკზე გადაიტანა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.