მკვლელობა გორში

18:21, 13.09.2020

გორში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა ანწუხელიძის ქუჩაზე მოხდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა, მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი